რუსთავის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

2021-06-12 14:34:04

2021 წლის რუსთავის ბიუჯეტი 114 700 ლარით გაიზარდა, რაც ქალაქში არსებულ საჯარო სკოლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მოხმარდება.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა ზაზაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 21-ე, მე-18, მე-8 და მე-7 საჯარო სკოლებში განხორციელდება.

"ეს თანხა ამ ეტაპზე მოხმარდება 4 სკოლას. 21-ე სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მოხდება სველი წერტილის მოწყობა-რეაბილიტაცია, მე-7 და მე-18 სკოლებში სახურავის, მე-8 სკოლაში კი, გათბობის მილგაყვანილობის რეაბილიტაცია", - აცხადებს ზაზა ზაზაძე.

როგორც ზაზაძემ საინფორმაციო სააგენტოსტან საუბრისას განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ სკოლებში გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება.