რუსთავის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები

2021-05-10 13:13:07

რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ქუჩებზე გზის, ტროტუარების და სანიაღვრე სისტემის მოწყობა იგეგმება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 383 724 ლარია და გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.