2021-06-08 20:12:46
რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ერთმანეთს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი და რუსთავი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.