რუსთაველ ახალგაზრდას, 20 წლის გიორგი ინანაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ბიჭის დიაგნოზი იუნგის სარკომაა, რაც ძვლებისა და რბილი ქსოვილების ავთვისებიან სიმსივნეს გულისხმობს.
დამაიმედებელი პასუხებიდან 1 თვის შემდეგ, როცა ბიჭის ოჯახს ეგონა, რომ გიორგიმ სიმსივნეზე გაიმარჯვა, მას მარჯვენა ქვედა კიდურში გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო.
აღმოჩნდა, რომ სიმსივნური წარმონაქმნი ქსოვილზე დაეხვა. ახალგაზრდას დასჭირდა ფეხის ამპუტაცია.
იმისთვის, რომ გიორგიმ იცოცხლოს, საჭიროა მისი საფრანგეთში წაყვანა, სადაც ძვლის ტვინის გადანერგვა ჩაუტარდება.
როგორც გიორგი ინანაშვილის დედა, თამუნა მჭედლიშვილი ამბობს, ბიჭის საფრანგეთში წაყვანა არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია.
"გვეგონა, რომ სიმსივნეზე გავიმარჯვეთ, მაგრამ გადის ოპერაციიდან 1 თვე და გიორგის ისევ ეწყება მარჯვენა ფეხზე საშინელი ტკივილები. ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ფეხის ამპუტაციის. 23 იანვარს ხდებოდა 20 წლის და სთხოვა ექიმებს, რომ სრულფასოვნად 2 ფეხზე ვიდგები ჩემს დაბადების დღეზე და მერე რაც გინდა ის გააკეთეთო. ამაზე დიდი უბედურება არაფერი არაა დედისთვის, რომ შვილი შეიძლება დაიღუპოს უფულობის გამო. ექიმმა მითხრა, წაიყვანე ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ძვლის ტვინის გადანერგვა გაუკეთე და დამთავრდება გიორგის პრობლემაო. უნდა მოვახერხო, გიორგიმ უნდა იცოცხლოს დედისა და ერთადერთი დის საიმედოდ", - აცხადებს თამუნა მჭედლიშვილი.
გავერთიანდეთ, გიორგის სიცოცხლის გადასარჩენად.
თქვენს მიერ გაღებული თითოეული ლარი მნიშვნელოვანია.
ანგარიშის ნოიმრებია:
#GE70BG0000000013254600 - საქართველოს ბანკი
#GE33TB7019845061600013 - თიბისი ბანკი
მიმღები - თამარ მჭედლიშვილი (დედა)