ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტები

2021-06-08 12:45:05

მაისის თვეში, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან, ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დადრობვლა-დაკაწვრის 279 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან აბტირაბიული მკურნალობა ჩაუტარდა 269 პირს.

მართალია, შემთხვევების უმრავლესობა ძაღლებსა და კატებზე მოდის, თუმცა ფიქსირდება ადამიანის სხვა შინაური და გარეული ცხოველების მიერ დაკბენის ფაქტებიც.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, შემთხვევები ცხოველების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

ძაღლი, რომლის პატრონის იდენტიფიცირებაც მოხდა - 192 შემთხვევა;

მიუსაფარი ძაღლი - 10 შემთხვევა;

კატა, რომლის პატრონის იდენტიფიცირებაც მოხდა - 64 შემთხვევა;

მიუსაფარი კატა - 12 შემთხვევა;

კურდღელი - 2 შემთხვევა;

თაგვი - 1 შემთხვევა;

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.