რუსთავში,ლიფტში, სადაც დაკვამლიანება იყო, 2 ადამიანი გაიჭედა [video]

2021-06-08 00:48:25

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 36 წლის მამაკაცი და 55 წლის ქალი გაიჭედნენ. [ვიდეო/video]

მათი განცხადებით, ლიფტის კაბინაში ყოფნის დროს სადენების სუნი იგრძნეს, რის გამოც ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

მაშველებმა ლიფტის კარების გაღება და ორივეს უვნებლად გამოყვანა შეძლეს. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.