რუსთავში რამდენიმე ათასი აბონენტისთვის გაზის მიწოდება დღის ბოლომდე ეტაპობრივად დაიწყება.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში" განუცხადეს. მათი თქმით მიმდინარეობს პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ მილსადენის მიმდებარედ სამუშაოების დროს ექსკავატორმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეუწყდათ მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე მიკრორაიონში მცხოვრებლებს.