გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 10 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 79 პირი გამოიკვლიეს.
გატესტილებს შორის 9 პედაგოგი და 1 ტაქსის მძღოლი იყო, ვირუსი არცერთ მათგანს არ დადასტურებია.