რუსთავის "სთილერსმა" თბილისის "კრუსაიდერებს" სძლია

2021-06-06 13:32:58

ამერიკული ფეხბურთის რუსთავულმა გუნდმა "სთილერსმა" თბილისური გუნდა "კრუსაიდერი" დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში გუნდებს შორის შეხვედრა ანგარიშით 14:6 დასრულდა.

თამაში რუსთავის მეტალურგის სტადიონზე გაიმართა.

რამდენიმე კვირაში გუნდებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, ამჯერად თბილისში.

ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ქვეყნის მასშტაბით 6 გუნდი  მონაწილეობს და ფინალი შემოდგომაზე გაიმართება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები