რუსთაველ ბავშვს თქვენი დახმარება სჭირდება.
7 წლის მარიამ დემეტრაშვილს უკვე რამდენიმე თვეა, რაც მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა. ბავშვი მკურნალობის კურსს თურქეთში გადის.
გოგონას უკვე ჩაუტარდა 3 ოპერაცია, ქირურგიულმა ჩარევებმა კი, მისი გული სერიოზულად დააზიანა.
ოჯახს ქიმიოთერაპიის მე-4 კურსის ჩასატარებლად 13 000$ ესაჭიროება, რისი სახსრებიც აღარ აქვთ.
როგორც გოგონას ბებია, მერი გიორგაძე ამბობს, ბავშვს მარტოხელა დედა ზრდის, ქმიოთერაპიის მე-3 კურსის ჩასატარებლად თანხები გერმანიამ დაფარა, მე-4 კურსისთვის ფინანსების მოსაპოვებლად კი, მხოლოდ ხალხის დახმარების იმედი რჩებათ.
7 წლის რუსთაველი გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად თქვენს მიერ გაღებული 1 ლარიც კი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
ანგარიშის ნომრებია:
თიბისი ბანკი - GE28TB7659845061100078
საქართველოს ბანკი - GE29BG0000000498673990
მიმღები - სოფიო დემეტრაშვილი (დედა)