მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-06-05 00:46:14

8 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.  ჰაერის ტემპერატურა  +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 5 ივნისი +27°C, 6 ივნისი +28°C, 7 ივნისი +25°C, 8 ივნისი +27°C.