ეპიდვითარება რუსთავში

2021-06-03 19:34:04

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 18 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 173 პირი გამოიკვლიეს.

შემოწმებულთა შორის 4 პედაგოგი, 1 კი ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა მათგან ყველა კოვიდუარყოფითი აღმოჩნდა.

კლინიკაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა.

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 131 პირი შემოწმდა.