რუსთავში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა [video]

2021-06-02 20:12:10

რუსთავში ნიკოლაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი 6 წლის ბავშვს დაეჯახა. [ვიდეო/video]

როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მცირეწლოვანმა ბიჭმა გზაზე გადაირბინა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მათივე თქმით, ბავშვს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არ მიუღია.

ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე ხშირია, რისთვისაც ქალაქის მერიასაც მიმართეს.

დაშავებული მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი.