რუსთავში კოვიდ19-ზე 347 პირი შეამოწმეს

2021-06-02 19:19:14

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 22 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 160 პირი გამოიკვლიეს.

შემოწმებულთა შორის 5 პედაგოგი, 1 კი ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა მათგან ყველა კოვიდუარყოფითი აღმოჩნდა.

კლინიკაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა.

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 187 პირი შემოწმდა.