რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი მე-13 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმელ ბალახს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 1 ეკიპაჟი.
ამ დროისთვის ცეცხლის ქრობის სამუშაოები დასრულებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.