გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 21 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 156 პირი გამოიკვლიეს.
შემოწმებულთა შორის 1 პედაგოგი, 2 კი ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა მათგან ყველა კოვიდუარყოფითი აღმოჩნდა.
კლინიკაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა.
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 197 პირი შემოწმდა.