1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა პატარების გასამხიარულებლად ქალაქის ცენტრალურ პარკში ღონისძიება მოაწყო.
რეკრეაციული სივრცის ამფითეატრში რუსთავის სამუსიკო სკოლებისა და სტუდიის ბავშვებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სხვადასხვა თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. პარკში პატარების გასამხიარულებლად მიწვეულები იყვნენ ანიმატორებიც.
ასევე, ბავშვებს უფასოდ დაურიგდათ ნაყინები.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.