რუსთავში კოვიდ19-ზე 403 პირი შემოწმდა

2021-05-31 18:29:34

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 24 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 189 პირი გამოიკვლიეს.

შემოწმებულთა შორის 6 პედაგოგი, 1 კი ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა მათგან ყველა კოვიდუარყოფითი აღმოჩნდა.

კლინიკაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა.

კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 214 პირი შემოწმდა, მათ შორის 84 მასწავლებელი.