1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში განუცხადეს, 17:00 საათიდან 18:30-მდე პარკში მისული პატარების გამხიარულებაზე ანიმატორები იზრუნებენ.
გარდა ამისა, ბავშვებს უფასოდ დაურიგდებათ ნაყინები და სახის მოხატვის შესაძლებლობა ექნებათ.
რეკრეაციული სივრცის ამფითეატრში კი რუსთავში არსებული სამუსიკო სკოლებისა და სტუდიის ბავშვები მცირე ღონისძიებას გამართავენ.