რუსთავში, საწარმო "აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არხში, მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საძიებო ღონისძიებებში 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 2 მყვინთავი მონაწილეობს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცის საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, არხში წყლის დონის ხელოვნურად დაკლება მოხდა.
შეგახსენებთ, 50 წლამდე მამაკაცი, გუშინ რუსთავში არსებულ ერთ-ერთ არხში სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა.