"ვერთიანდებით საქართველოთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ "

2021-05-29 18:05:57

პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" პრეზენტაცია დაიწყო.

პარტიის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.

გახარიას განცხადებით, ისინი დღეს ერთიანდებიან საქართველოსთვის, მაგრამ "არავის წინააღმდეგ".

"დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არავის წინააღმდეგ",- განაცხადა გახარიამ.

პარტიის პრეზენტაცია საპროტესტო აქციების პარალელურად მიმდინარეობს. "ექსპო ჯორჯიასთან" იმყოფებიან სამოქალაქო აქტვისიტები, სადაც ვითარება რამდენჯერმა უკიდურესად დაიძაბა.