“ექსპო ჯორჯიასთან” დაცვასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

2021-05-29 17:53:44

“ექსპო ჯორჯიასთან, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, დაცვის თანამშრომლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა.

ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა ჯებირი მოანგრიეს. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც დაცვის თანამშრომლებმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ადგილზე აქციის მონაწილეს ტერიტორია დაატოვებინეს. ამ ფაქტს კი, აქციის დანარჩენი მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა.

როგორც “მოძრაობა საქართველოსთვის” ერთ-ერთი აქტივისტი აცხადებს, მას კერძო დაცვის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა. აქტივისტს აღენიშნება სისხლდენა.