2026-09-30 21:10:02
ქარელის გზაზე ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ქარელის გადასახვევთან ორი სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც ასევე არეგულირებს ავარიისგან გამოწვეულ საავტომობილო საცობს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს შემთხვევა ადმინისტრაციულად შეფასდა.