მაშველებმა მტკვარში ცხედარი იპოვეს

2021-05-28 20:01:11

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, საუბარია პირზე, რომელიც პირუტყვის მწყემსვის დროს მდინარეში გასაგრილებლად შევიდა და გაუჩინარდა.

მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა სოფელ მიქელწყაროსთან იპოვეს.

მდინარე მტკვარში კაცის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს და განგვიცხადეს, რომ კაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია 21 მაისიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გაუჩინარებული პირის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50 მეხანძრე-მაშველი, ორი მყვინთავი და სამი მცურავი საშუალება, პარალელურად, ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით.