მტკვარში მამაკაცს ეძებენ

2021-05-22 11:47:19

მდინარე მტკვარში მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებული 60 წლამდე პირია.

მამაკაცი, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში საქონელს მწყემსავდა, გასაგრილებლად მდინარეში შევიდა და წყალმა გაიტაცა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

"ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ „პროცესში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველი. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 2 მყვინთავი, 3 ნავი და ტერიტორიის მონიტროინგი მიმდინარეობს დრონით".