რუსთაში მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდი გადაკეტილია.
კოსტავას გამზირზე და გმირთა მემორიალთან სამართალდამცავები არიან განთავსებულები.
ავტომობილთა გადაადგილება 26 მაისისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღისთვის, დაგეგმილი ვიდეორგოლის გადაღების გამო მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ხიდზე მოძრაობა 12:00 საათამდე იქნება შეზღუდული და მოსახლეობამ ამ დროის განმავლობაში შემოვლითი გზით უნდა ისარგებლოს.