რუსთავის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები 5 ბაგა-ბაღშია დადასტურებული.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ა.ა.ი.პ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა მიაწოდა.
ხუციშვილის თქმით, სააღმზრდელო პროცესი ხუთივე ბაღში შეწყდა.
კორონავირუსის შემთხვევები N6, N20, N31, N32 და N36 სკოლამდენი აღზრდის დაწესებულებებში დაფიქსირდა.