როდის ჩაირთვება შადრევნები რუსთავში

2021-05-25 14:28:56

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული შადრევნები 26 მაისს ჩაირთო. ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ავზების გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულდა.

როგორც "რუსთავსერვის ცენტრის" ხემძღვანელმა რევაზ გოგიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ჩაირთო კოსტავას გამზირზე, გონაშვილის სკვერსა და მერიის წინ არსებული შადრევნები.

გოგიძის ინფორმაციითვე, პერიოდულად, ღონისძიებებიდან გამომდინარე, იფუნქციონირებს რუსთავის დასვენებისა და კულტურის პარკში არსებული შადრევნებიც.

შადრევნებთან "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომელები იქნებიან მობილიზებული, რომელებიც როგორც მისი მუშაობის, ისე უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროცესს გააკონტროლებენ.