ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდზე.
"რენოს" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის ჯებირს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.