რუსთავის ცენტრალურ პარკში პოლიცია, მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რამდენიმე პირი ტბაში ნავით გადაადგილდებოდა, პირები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ერთერთმა დამსვენებელმა დაინახა, რომ მამაკაცები ნაპირზე გასვლას ცდილობდნენ, თუმცა ტბიდან გავიდნენ თუ არა ვერ შეამჩნია. მოქალაქემ პრევენციის მიზნით 112-ზე დარეკა.
მაშველებმა ტბის სანაპირო დაათვალიერეს და საეჭვო ვერაფერი ნახეს. პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ნავები ნაპირზეა, რაც იმას ნიშნავს რომ მამაკაცებმა ტბიდან ნაპირზე გააღწიეს.