რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი და თბილისის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს აზუსტებს.