მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-05-21 23:26:03

22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 23 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით (აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად (10-15 გრადუსით) დაიკლებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 22 მაისი +35°C, 23 მაისი +31°C, 24 მაისი +33°C, 25 მაისი +32°C.