ავარია ლილოს ბაზრობასთან

2021-05-21 18:10:27

ლილოს ბაზრობაზთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ხორბლით დატვირთული სატვირთოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა. ტვირთი კი იქვე მიმოიფანტა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები