შიდა ეზოების რეაბილიტაცია ჭყონდიდელის დასახლებაში [photo]

2021-05-21 13:26:49

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ადგილზე გაეცნო. 

როგორც ტაბაღუამ აღნიშნა, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მუშაობით კმაყოფილია.

"ეს სარეაბილიტაციო სამუშეობი აუცილებლობას წარმოადგენდა ამ მოსახლეობისთვის, რომელიც აქ ცხოვრობს. მათთვის შედარებით უფრო კეთილმოწყობილი და სუფთა გარემო შეიქმნება. კმაყოფილები ვართ ამ კომპანიის მუშაობით, ძალიან ოპერატიულად მუშაობენ. მე ვფიქრობ, რომ ვადაში უნდა ჩაეტიონ. დაახლოებით, 2 თვეში უნდა დასრულდეს სამუშაოები", - განაცხადა რუსთავის მერმა.

ჭყონდიდელის დასახლებაში 30 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს  რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი რჩეულიშვილის ქუჩაზე N2 , 4, 6, 2ა , 4ა, 6ა, 8, 8ა, 10, 10ა, 10ბ, 12, 14, 16, ჯავახიშვილის ქუჩის N1, 3, 5, 7, 3ა 5ა, ტოლსტოის N1, 3, 5, 7, 7ა და ბერიტაშვილის N2, 4, 6, 8, 6ა საცხოვრებელი შენობების შიდა ეზოებში, გარე და შიდა საკანალიზაციო ქსელების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას, ასფალტ-ბეტონის საფარისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 732 122 ლარია.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.