რომელ მისამართებზე შეიზღუდება წყლის მიწოდება

2021-05-20 10:59:49

რუსთავის წყალი განცხადებას ავრცლებს.

20 მაისს, რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის 23-ე კილომეტრზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 – 16:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

დოლიძის, ჩოხელის და გონაშვილის ქუჩებს.

ასევე, ყაზბეგის ქუჩა N23  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:20 სთ-დან 14:20 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ყაზბეგის ქუჩა N21, 23.

კომპანიის ცნობითვე, თბილისის ქუჩა 27 მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00 – 12:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
თბილისის ქუჩა N 25, 27.