რუსთავში "ბიუ ბიუს" ჯიხურები გაქურდეს

2021-05-19 19:56:02

რუსთავში, "ბიუ ბიუს" 4 ჯიხური გაქურდეს. 

გაქურდულია რუსთაველისა და მესხიშვილის ქუჩებზე, შარტავას გამზირსა და 12-ე მიკრორაიონში არსებული ჯიხურები.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ბიუ ბიუს" მარკეტინგის მენეჯერმა, ანი ვაშაკიძემ განუცხადა, შემთხვევა, სავარაუდოდ, "კომენდანტის საათის" დროს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თითო ჯიხურიდან წაღებულია 600-700 ლარის ოდენობის თანხა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.