ვინ მოიხმარს ყველაზე მეტ ელ.ენერგიას რუსთავში

2021-05-19 19:05:35

სახელმწიფო კომპანიამ "საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა" გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბარია,
კომპანიების შესახებ, რომლებმაც საქართველოში 2021 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ელექტრო ენერგია მოიხმარეს.

მათ შორის არის რუსთავში არსებული ხუთი საწარმოც.

ანგარიშის მიხედვით, იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში რუსთავში არსებული კომპანიებიდან ყველაზე მეტი ელექტრო ენერგია "რუსთავის აზოტმა" - 87.8 მილიონი კვტსთ მოიხმარა.

1. "რუსთავის აზოტი" - 87.8 მილიონი კვტსთ

2. "რუსთავის ფოლადი" - 59.6 მილიონი კვტსთ

3. "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 52.8 მილიონი კვტსთ

4. "ჯეოსთილი" - 30.2 მილიონი კვტსთ

5. "რუსელოისი" - 18.6 მილიონი კვტსთ

გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი იყო საქართველოს მასშტაბით 21 კომპანიაზე, რომლებიც ელექტრო ენერგიას “თელასისა” და “ენერგო პროს” გვერდის ავლით იღებენ და “პირდაპირი მომხმარებლის” სტატუსი აქვთ.

კომპანიების ათეული, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარს.

1. "ჯორჯიან მანგანეზი"/"ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა" - 384 მილიონი კვტსთ

2. "ბი ეფ დი სი" (Bitfury Georgia) - 119.2 მილიონი კვტსთ

3. "რუსთავის აზოტი" - 87.8 მილიონი კვტსთ

4. "რუსთავის ფოლადი" - 59.6 მილიონი კვტსთ

5. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 58.2 მილიონი კვტსთ
6. "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 52.8 მილიონი კვტსთ;

7. "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 47 მილიონი კვტსთ

8. "ჯი თი ემ გრუპი" - 34.9 მილიონი კვტსთ

9. "ჯეოსთილი" - 30.2 მილიონი კვტსთ

10. "RMG Copper" - 25.4 მილიონი კვტსთ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები