რამდენი ადამიანია აცრილი რუსთავში

2021-05-19 12:27:40

რუსთავში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 200 ვაქცინა გაკეთდა.

აქედან, 1 200-მდე პირი ჩინური წარმოების "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა, დანარჩენი კი - "ასტრაზენეკათი".

როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ქალაქს მარაგში მეორე დოზით აცრისთვის "სინოფარმის" 1 200 დოზა აქვს.

ბეგაშვილის ინფორმაციითვე, 900-მდე პირმა ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა.

შეგახსენებთ, რუსთავში ვაქცინაცია 3 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, კლინიკა "რუსთავში", რუსთავის N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში მიმდინარეობს.

საერთო რაოდენობიდან 1 425 პირი კლინიკა "რუსთავში" აიცრა, სადაც 938 "ასტრაზენეკასა" და 487 "სინოფარმის" ვაქცინა გაკეთდა.

299 ადამიანი "სინოფარმით" აიცრა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

ხოლო N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩინური წარმოების ვაქცინა 80-მდე პირმა გაიკეთა.

"ასტრაზენეკათი" რუსთავის დიაგნოსტიკურ ცენტრებში, ჯამში, 90 პირია აცრილი.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები