რომელ საათამდე იქნება ღია რუსთავის ცენტრალური პარკი

2021-05-18 18:43:37

რუსთავის ცენტრალური პარკში დამსვენებლებს უფრო დიდხანს შეეძლებათ ყოფნა.

როგორც "ინფო რუსთავს" აიიპ "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ განუცხადა, ცენტრალური პარკი 21:00 საათის ნაცვლად 23:00-ზე დაიკეტება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით ღამის საათებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვამ 23:00-მდე გადაიწია.