ეპიდვითარება რუსთავში

2021-05-18 17:29:15

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 21 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 164 პირი გამოიკვლიეს.

კლინიკიდან 1 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა "პისიარ" კვლევაზე.

კორონავირუსის 14  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, საიდანაც ერთს ვირუსი "პისიარ" კვლევით დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 118 პირი შემოწმდა.