ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტები რუსთავში

2021-05-18 17:03:39

აპრილის თვეში, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან, ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის 250-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაცია ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან მიაწოდეს.

მართალია, შემთხვევების უმრავლესობა ძაღლებსა და კატებზე მოდის, თუმცა ფიქსირდება ადამიანის სხვა შინაური და გარეული ცხოველების მიერ დაკბენის ფაქტებიც, მათ შორის, აპრილის თვეში, კლინიკაში პაციენტები მოხვდნენ მგელისა და თაგვის ნაკბენებითაც.

შემთხვევები ცხოველების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

ძაღლი, რომლის პატრონის იდენტიფიცირებაც მოხდა - 157 შემთხვევა;

მიუსაფარი ძაღლი - 17 შემთხვევა;

კატა, რომლის პატრონის იდენტიფიცირებაც მოხდა - 34 შემთხვევა;

მიუსაფარი კატა - 5 შემთხვევა;

მგელი - 1 შემთხვევა;

კურდღელი - 4 შემთხვევა;

თაგვი - 1 შემთხვევა;

ზაზუნა - 3 შემთხვევა.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.