რუსთავში კვების ობიექტები სამუშაო საათებს ახანგრძლივებენ

2021-05-18 15:26:10

რუსთავში არსებული რესტორნები და კაფე-ბარები სამუშაო საათებს ახანგრძლივებენ.

"ინფო რუსთავი" ქალაქში არსებული კვების ობიექტების წარმომადგენლებს ესაუბრა და გაარკვია, რომ ობიექტების სრული უმრავლესობა მუშაობას 20:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათზე დაასრულებს.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს უახლესი გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათმა 23:00-მდე გადაიწია. ასევე, კვების ობიექტებს მიეცათ შაბათ-კვირას, ღია სივრცეებში სტუმრების მიღების უფლებაც.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები