რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.
19 მაისს, რუსთავში, ლომოურის და შარტავას ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19 მაისის 15:00 სთ დან 18:00 სთ მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:
მე-7ა მ/რ-ს N1, 2, 3 და შარტავას ქუჩა N 4-ის მიმდებარე ტერიტორიას.
ასევე, მესხიშვილის მესამე გასასვლელის N10-თან, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19 მაისს 11:00 სთ დან 14:00 სთ მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:
მესხიშვილის მე-3 გასასვლელის N 6, 8, 10 და ლეონიძის ქუჩის N14-24.