რუსთავში კოვიდ19-ზე 192 მასწავლებელი გატესტეს

2021-05-18 01:08:05

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 31 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 192 პირი გამოიკვლიეს.

კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 292 პირი შემოწმდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები