ხმაური რუსთავში, #5 საჯარო სკოლის ეზოში.
"ინფო რუსთავს" სკოლის მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები დაუკავშირდა და განუცხადა რომ აღნიშნული ლოკაციიდან ჩხუბის ხმა ისმოდა.
ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს სკოლის ეზოში კრიმანალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დახვდა.
არსებული ინფორმაციით მამაკაცები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ რასაც ხმაური მოჰყვა.
ფაქტი კომენდანტის საათის დროს დაფიქსირდა. დაწესებული წესების დამრღვევ პირებს კი 2000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს.