დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ

2021-05-17 20:31:08

დმანისში დაპირისპირებული ადგილობრივი მოსახლეობა შერიგდა.

მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გამართულ შეხვედრაზე ეთნიკურად აზერბაიჯანელები და ქართველი მოსახლეობა ერთმანეთს შეხვდა და ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ შეთანხმდნენ რომ უნდა შერიგებულიყვნენ.

შეხვედრაში მონაწილეობას პრმიერ-მინისტრის წარმომადგენელი ლერი ბარნაბიშვილი და  პარლამენტის წევრებიც ღებულობდნენ.

"გუშინ რაც მოხდა იყო ძალიან სამწუხარო. ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, მათი ოჯაცის წევრები ამბობენ, რომ ისინი ერთან ცხოვრობენ, ცხოვრობდნენ და იცხოვრებენ, ერთი ოჯახი არის პრაქტიკულად. ამიტომ კონფლიქტი არ უნდა გაგრძელდეს. დაპირისპირებული მხარეები შერიგდებიან",- განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ვითარება 16 მაისს ერთ-ერთ მაღაზიასთან განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიძაბა, როდესაც 50-მდე ადგილობრივი ერთმანეთს  ფიზიკურად დაუპირისპირდა. 




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები