უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, რუსთავში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება.
"რუსთავში, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 19:30 საათის ნაცვლად, 21:00 საათამდე მოემსახურება. ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის მერიაში განუცხადეს.
ცნობისთვის, უწყებათაშირისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე, კერძოდ, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში.