რუსთავში მიკროავტობუსების ახალი განრიგი ცნობილია

2021-05-17 14:40:06

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებიდან გამომდინარე, დღეიდან, 17 მაისიდან რუსთავში, შიდა საქალაქო მიკროავტობუსები მგზავრებს 22:00 საათამდე მოემსახურება. ამის შესახებ ინფო რუსთავს შიდა საქალაქო ტრანსპორტის ერთ ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა თემურ კოტორაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშირისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე, კერძოდ, დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში.