გამწვანების აქცია რუსთავში [photo]

2021-05-16 17:26:21

რუსთავში გამწვანების აქცია გრძელდება.

ამჯერად, კომპანია "კავკასიის ავტოიმპორტის" დახმარებით რუსთავის დასვენებისა და კულტურის პარკში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე 200-მდე ხე დაირგო.

ღონისძიების ფარგლებში პარკის თანამშრომლებს, რომლებიც წლებია დასასვენებელ სივრცეზე ზრუნავენ, მადლობის სიგელები გადაეცათ.

ხეების დარგვაში მონაწილეობა პარლამენტში რუსთავისა  და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, მერისაა და საკრებულოს სხვადასხვა წევრმა მიიღეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები