ეპიდვითარება რუსთავში

2021-05-15 19:28:46

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 16 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 113 პირი გამოიკვლიეს.

კლინიკიდან 4 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა "პისიარ" კვლევაზე.

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 105 პირი შემოწმდა.